“ტორპედოს” ნიგერიელი მცველი და პორტუგალიელი ნახევარმცველი შეემატნენ

0
68

ქუთაისის “ტორპედოში” ნიგერიელი მცველი სანდეი ფალეიე ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სანდეი ფალეიემ გასული სეზონი ნიგერიის “შუთინგ სტარში” გაატარა. მანამდე, ის ავსტრიის რეგიონალიგის “ალტახში”, ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის ინსბრუკის “ვაკერში” და ჩეხეთის რანგით მეორე ლიგის პრაღის “დუკლაში” გამოდიოდამ. მან ნიგერიის ეროვნულ ნაკრებში 4-ჯერ ითამაშა დაა 1 გოლი გაიტანა.
ნიგერიელი უკანახაზელის გარდა, ქუთაისელებმა პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველი ალდაირ ნეტო დაიმატეს, რომელმაც თავისი მომავალი კლუბს ასევე ერთი წლით დაუკავშირა. ის “ტორპედოში” გადასვლამდე ბოლო 2 სეზონი აზერბაიჯანის “შამახიში” გამოდიოდა, ხოლო მანამდე ჩრდილოეთ მაკედონიის “სკენდიაში” და “პელისტერში” გამოდიოდა.