“დინამო” ზაფხულამდე საშინაო მატჩებს გორში გამართავს

0
54
25 თებერვალს, საქართველოს 35-ე ეროვნული ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ქვეყნის მოქმედი და 19-გზის ჩემპიონი თბილისის “დინამო” პირველი ტურის შეხვედრას სტუმრად გორში, ადგილობრივ დილასთან გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო, რუმინეთთან ერთად, 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი სტადიონი თბილისელთ  საშინაო მოედანი – ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა” გახლავთ. სწორედ ამ მიზნით, სტადიონს რეაბილიტაცია უტარდება, “დინამო” კი, ზაფხულამდე საშინაო მატჩებს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს.
გულშემატკივრებს “დინამოს” საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში – TKT.ge-ზე შეეძლებათ, მატჩის დღეს კი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სალაროც იმუშვებს. ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.
​რაც შეეხებათ სკოლის მოსწავლეებს, როგორც მოგეხსენებათ 2022 წლის სეზონიდან მათთვის დინამო თბილისის საშინაო მატჩებზე დასწრება უფასო გახლავთ. ეს ტრადიცია მომავალ სეზონშიც გაგრძელდება და გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მათთვის სპეციალური ტრიბუნა გამოიყოფა.
სკოლის მოსწავლეთა საყურადღებოდ – თბილისის “დინამოს” საშინაო მატჩებზე უფასო ბილეთის მისაღებად, სკოლის მოსწავლემ მატჩის დღეს სალაროში უნდა წარმოადგინოს School Card და პიროვნების დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (პირადობა, პასპორტი ან დაბადების მოწმობა).