უეფას კონფერენს ლიგის 1/8-ფინალის წყვილები ცნობილია. დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ტურნირის ნახსენებ სტადიაზე ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:
აეკ (ლარნაკა) – “ვესტ ჰემი” (ლონდონი)
“ფიორენტინა” (ფლორენცია) – “სივასფორი”
“ლაციო” (რომი) – “ალკმაარი”
“ლეხი” (პოზნანი) – “დურგარდენი”
“ბაზელი” – “სლოვანი” (ბრატისლავა)
“შერიფი” (ტირასპოლი) – “ნიცა”
“ანდერლეხტი” (ბრიუსელი) – “ვილიარეალი”
“გენტი” – “ბაშაქშეჰირი” (სტამბოლი)
შეგახსენებთ, რომ “სლოვანში” გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობენ, ხოლო “ლეხში” – ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი. აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი “სლოვანი” და “ბაზელი” ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ. მაშინ, “სლოვანმა” შინ შვეიცარიელებთან 3:3 ითამაშა, ხოლო სტუმრად 2:0 მოიგო.
1/8-ფინალის პირველი შეხვედრები 9 მარტს შედგება, ხოლო საპასუხო – 16 მარტს.




