კარლო ანჩელოტის თქმით, როდესაც „ლივერპული“ 2:0 დაწინაურდა, შარშან „მანჩესტერ სიტისთან“ შესრულებულ ქამბექზე ფიქრობდა. მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად „ლივერპულთან“ 5:2 მოგებული პირველი მატჩის შემდეგ განაცხადა.
„იოლი არ ყოფილა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით თუ როგორ დაიწყო თამაში. თავდაჯერება არ დაგვიკარგავს და თანდათან ბურთზე კონტროლი დავაწესეთ, ხოლო შეტევაში ეფექტურები ვიყავით,
ვინისუსმა დაუჯერებლად მაღალ დონეზე ითამაშა. პირველმა მატჩმა კარგად ჩაიარა, ხოლო მეორეში ბრძოლა და მოთმენა მოგვიწევს.
„ლივერპული“ 2:0 როდესაც დაწინაურდა, შარშან „მანჩესტერ სიტისთან“ შესრულებულ ქამბექზე ვფიქრობდი და იმედი მქონდა, რომ იმავე განმეორდებოდა. ასეც გამოვიდა, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესად. ჩვენ სახიფათო მომენტების შექმნა და გოლების გატანა დავიწყეთ, ხოლო დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ.
ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. კმაყოფილი ვარ, რომ კარგი თამაში გამოვიდა“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს გამოცემა Marca.




