კლოპი: „მადრიდში წავალთ და ფეხბურთს ვითამაშებთ“

0
47

იურგენ კლოპის თქმით, „ლივერპულისთვის“ მადრიდის „რეალთან“ მატჩის დასაწყისი იდეალური იყო და მის გუნდს ორი ტაიმი ასეთ დონეზე უნდა ჩაეტარებინა, რაც ვერ მოახერხა. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში შინ „რეალთან“ 2:5 წაგებული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„საუცხოოდ დავიწყეთ და მთელი ჩვენი თამაშის არსი ამაში გახლდათ. ეს იდეალური იყო და თამაშს სწორედ ასე ვგეგმავდით. მთელი პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, გაშვებულ გოლებს თუ არ ჩავთვლით.
პირველი გოლის გაშვების შემდეგ ცოტა პასიურები გავხდით. მეორე გოლი ეს ფარსი იყო, მაგრამ ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს – 2:2. ამის მერე ანგარიში 2;3 გახდა, რაც არცთუ კარგია კონტრშეტევაში საუცხოოდ მოთამაშე გუნდის წინააღმდეგ. ამ გოლის მერე გონს ვერ მოვედით.
95 წუთის განმავლობაში ისე უნდა გვეთამაშა როგორც პირველ ტაიმში და იმპულსი დაგვებრუნებინა. როცა ანგარიში 2:3 იყო, ყველაფერი პირიქით მოხდა. მესამე გოლის დროს თავისუფალი სივრცე დაუჯერებლად დიდი იყო, მაგრამ ეს რეალობაა.
მადრიდში წავალთ და ფეხბურთს ვითამაშებთ. ეს სერიოზული ამოცანა იქნება. თუმცა, თავდაპირველად პრემიერლიგაში უნდა ვითამაშოთ და დავრწმუნდეთ, რომ „რეალთან“ მატჩის შემდეგ სათანადო დასკვნა გავაკეთეთ“ – ციტირებს გერმანელ სპეციალისტს BBC.