კაკაბაძე პოლონეთში ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

0
64

ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
„კრაკოვიამ“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გამოდის მიელეცის „სტალს“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.
კაკაბაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მეორე ტაიმში, როდესაც მისი გუნდი 37-ე წუთზე გაშვებული გოლით 0:1 აგებდა. 47-ე წუთზე მასპინძლების შეტევის დროს უკრაინელმა კონოპლიანკამ მეტოქის კარის შორეული ძელთან ზუსტი გადაცემა გაუკეთა კაკაბაძეს, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.
85-ე წუთზე კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან “სტალის” საჯარიმოში მაკუხს გაუკეთა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
ქართველმა უკანახაზელმა ამ სეზონში ექსტრაკლასაში 16-ჯერ ითამაშა და თავი ერთხელ გამოიჩინა, ხოლო თასზე ჩატარებულ 2 შეხვედრაში ერთი გოლი მიითვალა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.