ხვიჩა კვარაცხელიასთვის თავის დროზე დაუჯერებელი არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში თამაში, არამედ, „ნაპოლის“ დონის გუნდის ღირსების დაცვა იყო. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტთან“ გასამართ პირველ მატჩამდე განაცხადა.
„ჩემთვის ამის დაჯერება რთული იყო. არა მხოლოდ იმის, რომ ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებდა, არამედ, ისიც კი არ მჯეროდა, რომ სერია A-ს ასეთი დონის გუნდში გადავიდოდი. ყველაფერი ისე იყო თითქოს სიზმარში ვიყავი.
თუმცა, როდესაც გავაანალიზე და გავათვითცნობიერე, რომ სხვა დონეზე ვითამაშებდი, მაშინ მივხვდი, რომ მატჩებისთვის სხვანაირად უნდა მოვმზადებულიყავი. ვფიქრობ, არცთუ ცუდად გავუმკლავდი და ადაპტაციას საკმაოდ სწრაფად გავიარე.
სერია A იმ ჩემპიონატებისგან სადაც მანამდე მითამაშია განსხვავდება – პირველ ყოვლისა სისწრაფეებით. გარდა ამისა, იტალიის ჩემპიონატში ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები არიან. ისინი როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში საუცხოოდ თამაშობენ. ალბათ, მთავარი განსხვავება სისწრაფეშია – უშულოდ თამაშის სისწრაფეში“ – იუწყება კვარაცხელიას ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება დღეს ფრანკფურტში თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.




