ოქრიაშვილი “გაგრაში” დაბრუნდა

0
18

თორნიკე ოქრიაშვილი “გაგრაში” ითამაშებს, რის შესახებ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბის პრესსამსახური იუწყება.
31 წლის ფეხბურთელი ბოლოს კვიპროსის აპოელში გამოდიოდა, რომელიც გასული წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
მან “გაგრაში” ამხანაგური თამაში უკვე ჩაატარა და ბოლნისისი “სიონთან” (4:1) პენალტი გაიტანა. ის გაგრელთა ღირსებას მიმდინარე წლის ზაფხულამდე დაიცავს.
ოქრიაშვილი გაგრაში 2009-2010 წლებში გამოდიოდა.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი დონეცკის „შახტარის“, „ილიჩევეცის“, ოდესის „ჩერნომორეცის“, „გენკის“, „ესქიშეჰირსფორის“, „კრასნოდარის“ და „ანორთოსისის“ ღისებას იცავდა.
მან საქართველოს ნაკრების მაისური 48-ჯერ მოირგო და 12 გოლი გაიტანა.