„ჰათაისფორში“ საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი კრისტიან ატსუ თურქეთში მიწისძვრას ემსხვერპლა.
„კრისტიან ატსუ ნაპოვნია, სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა“ – დაწერა ფეხბურთელის აგენტმა მურატ უზუნმეჰმეტმა თავის ტვიტერზე.
31 წლის განელი ნახევარმცველი „ჰათაისფორში“ გასული წლის ზაფხულში ჩაირიცხა. ის მანამდე „პორტუში“, „ჩელსიში“, „ვიტესში“, „ევერტონში“, „ბორნმუთში“, „მალაგაში“, „ნიუკასლში“ და „ელ რიადში“ გამოდიოდა.
ატსუ განას ნაკრებში 2012 წლიდან გამოდიოდა და 60 მატჩში 10 გოლი გაიტანა. იგი 2015 წელს განის ნაკრების შემადგენლობაში აფრიკის თასის ფინალში გავიდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.




