ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს დროებით რამონ მენეზესი გაწვრთნის. ამის შესახებ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია იუწყება. მენეზესი ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების თავკაცია.
50 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი 25 მარტს ამხანაგურ შეხვედრას მაროკოსთან ჩაატარებს.
მენეზესის ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრებმა სამხრეთ ამერიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოაგებინა.
„სელესაო“ მთავარი მწვრთნელის გარეშე მას მერე დარჩა, რაც კატარში გამართული მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში პენალტების სერიაში წაგების შემდეგ, ტიტემ თანამდებობა დატოვა.




