ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის განცხადებით, მისი კლიენტი „ნაპოლის“ გარდა, არცერთ სხვა იტალიურ კლუბს არ შეუერთდება.
„ბევრი კლუბის მხირდან მის მიმართ დიდი ინტერესია, მაგრამ ის მხოლოდ „ნაპოლიზეა“ კონცენტრირებული, რადგან კლუბი და ქალაქი უყვარს. ის არცერთ სხვა იტალიურ კლუბს არ შეუერთდება. კონტრაქტის გახანგრძლივებას რაც შეეხება, ახალი გარიგების შესახებ წინადადება არ მიგვიღია“ – იუწყება ჯუღელის ნათქვამს CalcioNapoli24.
22 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ ყველა ტურნირში 11 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა.





