“საბურთალომ” თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური შეხვედრა მოლდოვის უმაღლესი დივიზიონის გუნდ “მილსამი ორჰეისთან” ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.
თბილისელებიდან ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, ხოლო მეორე გოლი გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა.
ომარ თეთრაძემ განვლილ მატჩში ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:„საბურთალო“: კუპატაძე, ც. კაპანაძე, ჩადუნელი, გელაშვილი, მამაცაშვილი, დადიანი, პარუნაშვილი, ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი, სიხარულიძე, ლ. ნონიკაშვილი.
სათადარიგოები: მეგრელიშვილი, ჯგერენაია, შ. ნონიკაშვილი, ასკურავა, ქარდავა, სილაგაძე, ნ. დავრაშელიძე.



