კრისტოფ გალტიე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ (0:1) შინ წაგებული პირველი მატჩით იმედგაცრუებულია.
„რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი ვართ. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ამ მატჩში არავინ გავარდნილა და შემდეგ ეტაპზეც არ გასულა. როდესაც არასაკმარისად ღრმად ვთამაშობდით, „ბაიერნი“ წნეხში გვაქცევდა. ვფიქრობდი პირველი ტაიმი უფრო რთული იქნებოდა თუ არასაკმარისად ღრმად და ვერტიკალურად ვითამაშებდით. სამწუხაროდ, როცა მბაპეს მოედანზე შეყვანა გადავწყვიტე, გოლი მაშინ გავუშვით.
ჩვენთვის რთული იყო. რადგან განაპირა მცველებს თამაში უკეთესად შეეძლოთ. „ბაიერნმა“ გოლი დაიმსახურა, ვინაიდან 60 წუთი კარგად ჩაატარა. შემდეგ 25-წუთიანი მონაკვეთი იყო, რომლის განმავლობაში ჩვენ უკეთესად გამოვიყურებოდით და შეტევაში თამაში გავაუმჯობესეთ. ბოლოს და ბოლო ყველაფერი მცირე დეტალებამდე დავიდა“ – იუწყება ფრანგი სპეციალისტის ნათქვამს Canal+.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 9 მარტს ჩატარდება.





