„დილამ“ შეკრებაზე უკრაინის პრემიერლიგის გუნდთან წააგო

0
52

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა გორის „დილამ“ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე „ოლექსანდრიასთან“ ჩაატარა.
ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გორელები 1:4 დამარცხდნენ. „ოლექსნადრიამ“ ორი ბურთი შესვენებამდე გაიტანა, ხოლო მატჩის მეორე ნახევარში მეტოქის კარი ამდენჯერვე აიღო. „დილამ“ ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში მიითვალა.
გორელებმა განვლილ სპარინგში ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშეს:
ბულისკერია, ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, | თევზაძე, ვანდერსონ სილვა, ალეფ სანტოსი,  ჟან ვიქტორი, ფარულავა, გომისი. გეილი, ცეცხლაძე.