ქუთაისის „ტორპედომ“ მეორე თურქულ შეკრებაზე ბოლო მერვე შეხვედრა ჩაატარა და პირველად მოიგო.
კახა ჩხეტიანის შეგირდები ჩრდილოეთ მაკედონიის „სილექსს“ დაუპირისპირდნენ და 2:1 გაიმარჯვეს. ქუთაისელებიდან გოლები ირაკლი ბუღრიძემ და თორნიკე ახვლედიანმა გაიტანეს.
„ტორპედომ“ მაკედონიელებთან შეხვედრა სასტარტო შემადგენლობით ჩაატარა:
გოშაძე, ქობულაძე,, სანდოხაძე, მონტეირო, მჭედლიშვილი, გიგაური (კ), მანჯგალაძე, სამურკასოვი, შულაია, ბუღრიძე, ახვლედიანი.
ლაშა თაბაგარი





