განას ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდს კრის ჰიუტონი გაუძღვება. 64 წლის სპეციალისტმა ოტო ადო შეცვალა. ჰიუტონი მანამდე განას ნაკრებში ტექნიკური კონსულტანტად მუშაობდა.
მისი ასისტენტები ჯორჯ ბოატენგი და მას-უდ დიდი იქნებიან, რომლებიც მანამდე ადოს ეხმარებდნენ.
ინგლისელი ჰიუტონი საკლუბო დონეზე სამშობლოში „ნიუკასლს“, „ბირმინგემ სიტის“, „ნორვიჩს“, „ბრაიტონს“ და „ნოტინგემ ფორესტს“ ავარჯიშებდა.
მისი ხელმძღვანელობით „ბრაიტონმა“ 2016-2017 წლების სეზონში პრემიერლიგის საგზური მოიპოვეს.




