„საბურთალომ“ შეკრებაზე დანიელებთან წააგო

0
29

თბილისის „საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური შეხვედრა დანიის სუპერლიგის ბინადარ „რანდერსთან“ ჩაატარა და მატჩის მიწურულს გაშვებული გოლით მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 1:2. თბილისელებიდან ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა.
ომარ თეთრაძემ განვლილ სპარინგში „საბურთალო“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:
მეგელიშვილი, ჯგერენაია, მამასახლისი, კომახიძე, ჯინჯოლავა, ქარდავა, შოთა ნონიკაშვილი, ასკურავა, ლევან ნონიკაშვილი, სილაგაძე, სიხარულიძე.
სათადარიგოები: კუპატაძე, გელაშვილი, ჩადუნელი, მამაცაშვილი, კაპანაძე, პარუნაშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, დადიანი, გიზო მამაგეიშვილი.