ბერიაშვილმა ისევ შეუცვლელად ითამაშა, ლაკვეხელიანი წავიდა

0
23

გიორგი ბერიაშვილმა „მეზიოკოვეშდის“ შემადგენლობაში ზედიზედ მესამე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-19 ტურში ქართველი ცენტრალური მცველის გუნდმა „ფეჰერვარს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
სტუმრები 34-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა ანგარიში ერთ წუთში გაათანაბრეს. „მეზიოკიოვეშდმა“ გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანა და 23 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ცნობისთვის, ბერიაშვილი „მეზიოკიოვეშდში“ ერთადერთი ქართველი ლეგიონერი დარჩა, რადგან მარცხენა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია.