ნიკა კაჭარავა ქუთაისის “ტორპედოსთვის” შეუტევს

0
30

ნიკა კაჭარავა ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს. 29 წლის თავდამსხმელმა კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა და თურქულ შეკრებაზე ახალი სეზონისთვის ემზადება.
გასულ წელს კაჭარავა სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგის „ჯეონამ დრაგონსში“ ირიცხებოდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, ის კარიერის განმავლობაში კვიპროსის „ანორთოსისში“, პოზნანის „ლეხში“, ყაზანის „რუბინში“, „ცხინვალში“, „როსტოვში“, ახნას „ეთნიკოსში“ და კიელცეს „კორონაში“ გამოდიოდა.
კაჭარავამ 2016 წლიდან დღემდე საქართველო ეროვნულ ნაკრებში 19-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.