შერმადინი და “ტენერიფე” საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში

0
32

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გიორგი შერმადინი „ტენერიფესთან“ ერთად საკონტინენტთაშორისო თასზე ასპარეზობს. პირველ ნახევარფინალში ბრაზილიის „სან პაულუმ“ „რიო გრანდე“ 90:71 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მეორე ნახევარფინალში კი შერმადინის „ტენერიფე“ აფრიკის ჩემპიონ ტუნისის „მონასტირს“ (გიორგი ცინცაძის ყოფილი გუნდი) შეხვდა და დიდი სხვაობით, 112:42 მოუგო.
კუნძულელთა მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ შერმინატორი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, თუმცა რადგან თავიდანვე მოიპოვა დიდი უპირატესობა, მხოლოდ 11 წუთი ათამაშა. შერმადინმა ამ დროში 10 ქულა, 3 მოხსნა გააკეთა.
ფინალში „ტენერიფე“ „სან პაულუს“ შეხვდება. მატჩი 12 თებერვალს თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და მისი ხილვა სილკ უნივერსალის მეშვეობით შეგეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ გიომ საკონტინენტთაშორისო თასი „ტენერიფესთან“ ერთად 2020 წელს მოიგო. ეს თასი კუნძულელებს 2017 წელსაც მოუგიათ.