გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონი გამარჯვებით განაახლა. მე-17 ტურში გრაცელებმა ვენის „რაპიდს“ უმასპინძლეს და 1:0 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
„შტურმიდან“ ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე აფენგრუბერმა გაიტანა.
გრაცელები 36 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე არიან და ლიდერ „ზალცბურგს“ 3 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ერთი თამაშით მეტი ჩაატარეს.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 22-ე ტურში ბაქოს „ნეფთჩი“ სტუმრად „გაბალას“ შეხვდა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. ბაქოელებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა საბა კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვატო არველაძეს თადარიგში ყოფნა აკმარეს. „ნეფთჩი“ 45 ქულით მესამე პოზიციაზეა.





