„ვალენსიამ“ შესაძლოა ზაფხულში მამარდაშვილი გაყიდოს

0
32

„ვალენსიას“ ხელმძღვანელებმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მეკარე გიორგი მამარდაშვილი გაყიდონ, იუწყება Todofichajes.
გამოცემის ინფორმაციით, „ვალენსია“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს მიღება სურს.
ცნობისთვის, ესპანური მედიის ინფორმაციით, მამარდაშვილით „იუვენტუსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემი“ და „აიაქსი“ ინტერესდებოდნენ.
22 წლის მეკარეს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში „ვალენსიაში“ 24 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაუშვა, ხოლო 5-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.