ბელგიის ნაკრები დომენიკო ტედესკოს ანდეს

0
52

ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს დომენიკო ტედესკო გაწვრთნის. წარმოშობით იტალიელმა, მაგრამ გერმანიის მოქალაქე სპეციალისტმა ბელგიის საფეხბურთო ასოციაციასთან კონტრაქტი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ბოლომდე გააფორმა. მისი ამოცანა ნაკრების ნახსენებ ტურნირის ფინალურ ეტაპზე გაყვანაა.
37 წლის ტედესკო გასულ სეზონში „ლაიფციგს“ ავარჯიშებდა. გარდა ამისა, ის კარიერის განმავლობაში ერცგებირგეს აუეს, გელზენკირხენის „შალკეს“ და მოსკოვის „სპარტაკს“ ავარჯიშებდა.
მისი ყველაზე დიდი მიღწევა გასულ სეზონში „ლაიფციგთან“ ერთად გერმანიის თასის მოგებაა. ტედესკომ ესპანელი რობერტო მარტინესი შეცვალა, რომელიც სათავეში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს ჩაუდგა.