ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის „ლიდსის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჯესი მარში დაითხოვეს.
49-ე წლის ამერიკელი სპეციალისტი გუნდს სათავეში გასული სეზონის მსვლელობისას ჩაუდგა და მარსელო ბიელსა შეცვალა. მიმდინარე სეზონში მეორე ნახევარი „ლიდსმა“ ძალიან ცუდად დაიწყო – ბოლო 7 მატჩიდან ვერცერთი მოიგო. ლიდსელებმა 21 შეხვედრაში 18 ქულა დააგროვეს და მე-17 ადგილზეა.
ცნობისთვის, მარში მესამე ამერიკელი მწვრთნელია ბობ ბრედლის და დავიდ ვაგნერის შემდეგ, რომელსაც პრემიერლიგის გუნდი გაუწვრთნია.
„ლიდსს“ დროებით მაიკლ სკუბალა უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე 21-წლამდელთა გუნდის თავკაცი იყო.




