“სამგურალის” მწვრთნელი: “გუნდს პროგრესი აქვს”

0
23
წყალტუბოს ,,სამგურალმა” თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი უზბეკეთის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსან ,,ყიზილყუმთან” გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ომარ პატარკაციშვილმა თავური დარტმით გახსნა ანგარიში, მეორე გოლი ლადო ჩიხრაძემ გაიტანა.
“სამგურალის” სასტარტო შემადგენლობა: შოვნაძე, ბული, მაისაშვილი, ნ. ხორხელი, ვერულიძე, სიმდიანკინი, ლომინაძე, მ. ბაშელეიშვილი, ბურჯანაძე, ნიქაბაძე, ლ. ხორხელი; სათადარიგოებიყალიჩავა, ჯამიუ, პატარკაციშვილი, კიკაბიძე, კალანდარიშვილი, ჯეფინიო, ჩიხლაძე, კოჟევნიკოვი, კუხიანიძე, ჩიხრაძე, პანიუკოვი.
“სამგურალის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ განვლილი შეხვედრა ასე შეაფასა:

“კარგი თამაში გამოვიდა, გუნდს პროგრესი აქვს როგორც ფიზიკური მომზადების მხრივ, ასევე ტაკტიკური კუთხით.
ფეხბურთელები თამაშიდან-თამაშამდე ცდილობენ დავალება სწორად გადაიტანონ მოედანზე. ძალინ სწარფ გუნდს ვეთამაშეთ, მოწინააღმდეგემ ორგანიზებული კონტრშეტევები დაგვიპირისპირა.
საერთო ჯამში ნაყოფიერი სპარინგი გამოვიდა, სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ, თუმცა რამოდენიმე ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილო ვარ და იმედია, შეცდომებს გამოასწორებენ… გაითავისებენ თუ რას ვითხოვ მათგან და მწვრთნელის დავალებებს გაცილებით უკეთ შეასრულებენ. ფეხბურთელი რომელიც არ დაიხარჯება, ძირითადში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს შრომისთვის და კარგი თამაშისთვის, მათ კიდევ უფრო მეტი შეუძლიათ და ამისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯნონ.
ვემზადებით მომდევნო სპარინგ-მატჩისთვის, რომელიც 10 თებერვალს ,,კოლოსის” წინააღმდეგ გვაქვს დაგეგმილი”.
ცნობისთვის, “სამგურალში” რუსი თავდამსხმელი ანდრეი პანიუკოვი ისინჯება, რომელიც მიმდინარე სეზონში რუსეთის რანგით მეორე ლიგის მოსკოვის “ველესში” გამოდიოდა. ის კარეირის განმავლობაში მოსკოვის “დინამოში”, “ხიმკიში”, ნალჩიკის “სპარტაკში”, “ბალტიკაში”, “ატლანტასში”, “აიაჩოში”, “ზენიტში”, ბრაგას “სპორტინგში”, “ურალში” და “ყიზილ-ჟარში” ირიცხებოდა.