მიქაუტაძის მორიგი შედეგიანი მატჩი და ბომბარდირობა ლიგა 2-ში

0
41

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში კიდევ ერთი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა.
22-ე ტურში „მეცი“ სტუმრად „ამიენს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მიქუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა, მისი დარტყმული კი მასპინძელტა ფეხბურთელმა ჩამოიცია, თუმცა ბურთი ისევ ქართველს დარჩა, რომელიც წააქციეს, რასაც მსაჯის მიერ პენალტის დანიშვნა მოჰყვა. მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ანგარიში გახსნა.
„მეცის“ ქართველმა ლეგიონერმა 78-ე წუთზე კუთხური ჩააწოდა და ალტამ ბურთი კარში გადაგზავნა.
მიქაუტაძე 11 გოლით საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირებში ლიდერობს. ამდენივე ბურთი „ბორდოს“ ფორვარდმა მაჯამ გაიტანა, მაგრამ ჩვენებურმა უფრო მეტო საგოლე პასი გააკეთა და ამიტომ ლიდერობს.
ცნობისთვის მიქაუტაძე 11 გოლის გარდა, თავი 5 საგოლე გადაცემასაც მოუყარა და გოლი+პასი სისსტემით ასევე ლიგაში პირველია.
“მეცი” 36 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის.