ბესარიონ არველაძე: “შეთამაშების მხრივ გარკვეული პრობლემაა”

0
37

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. 7 და 8 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ჩვენი გუნდი მოლდოვის ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის, ბესარიონ არველაძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. ასაკობრივ გუნდს ოფიციალური მატჩები მარტში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ელის.
 ბესარიონ არველაძე (საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „პირველი მატჩები გვაქვს ახალი ფორმაციის ნაკრებს. კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა გარკვეული დრო სჭირდებათ. მოახლოებულ ამხანაგურ შეხვედრებს მარტში დაგეგმილი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ და შეცდომებს მაქსიმალურად გამოვასწორებთ. ძალიან მცირე დროა, რაც ამ ბიჭებმა ერთად თამაში დაიწყეს. შესაბამისად, შეთამაშების მხრივ გარკვეული პრობლემაა, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით ინტენსიური ვარჯიშებით დარჩენილი დრო კარგად გამოვიყენოთ“.
 გიგი ჯანაშია (საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი): „ვემზადებით მოალხოებული მატჩებისთვის. ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ და წარმატებას მივაღწევთ. მოლდოვასთან მატჩებით დავასრულებთ მოსამზადებელ შეკრებას და მარტში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავემგზავრებით. ამ შემადგენლობით პირველად ვართ შეკრებილები, თუმცა ვცდილობთ ერთმანეთს გავუგოთ და შევთამაშდეთ“.
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა
ეკარე: გიგი ლომაია (მართვე, ქუთაისი), ლუკა ცაბაურაშვილი (ს.ლ. აკადემია), ქურდაძე გიორგი (სეუ).
წინა ხაზი: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), შოთა ანდღულაძე (35-ე სკოლა), საბა დავითულიანი (დინამო თბილისი), ლუკა კაციტაძე (დინამო თბილისი), საბა ელბაქიძე (დინამო თბილისი), დავით კაკუბავა (ს.ლ. აკადემია), დავით მარგველაშვილი (ქუთაისი), გიორგი სონღულაშვილი (ს.ლ. აკადემია), ლუკა ჩარგეიშვილი (ბსც), პაკო დოლიძე (ს.ლ. აკადემია), გიორგი ხუგაშვილი (თსუ), დადუ დადუნაშვილი (დინამო თბილისი), გიგი ჯანაშია (ს.ლ. აკადემია).
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების მატჩების განრიგი 

7 თებერვალი | 18:00 | საქართველო U19 – მოლდოვა U19

8 თებერვალი | 15:00 | საქართველო U19 – მოლდოვა U19