ბათუმის “დინამომ” უკრაინელებს სძლია

0
25

ბათუმის “დინამომ” მეორე თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგურ მატჩი უკრაინის პრემიერ ლიგის ბინადარ “ოლექსანდრიასთან” ჩაატარა და 4:2 გაიმარჯვა.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდიდან გოლები ვლადიმერ მამუჩაშვილმა, გიორგი რეხვიაშვილმა და ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანეს, ხოლო ერთი ბურთი “ოლექსანდრიას” მცველმა თავის კარში შეაგდო.
ბათუმელებმა განვლილი სპარინგი ასეთი სასტარტო შემადგენლობით ჩაატარეს:
ჩიჩკანი, ხარებავა, რეხვიაშვილი, კობახიძე, ჩაბრაძე, ლიტვინენკო, ვიდაკოვიჩი, კვერნაძე, მამუჩაშვილი, ზარია, ვაწაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბეგაშვილი, ქაფიანიძე, ბაგრატიონი, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი,  ღუდუშაური, კაპანაძე, ფლამარიონი.