გაბრიელ მარტინელიმ ლონდონის „არსენალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გარემარბმა ინგლისურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეები შეთანხმების შემთხვევაში თანამშრომლობას ავტომატურად 2028 წლის ივნისამდე გააგრძელებენ.
21 წლის ფეხბურთელს „არსენალთან“ მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებდა. ის „მეთოფეებში“ 2019 წელს ბრაზილიის „იტუანადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 111 მატჩში 25 გოლი გაიტანა.
მან მიმდინარე სეზონში „არსენალის“ მაისურით ყველა ტურნირში 27-ჯერ ითამაშა და 7 გოლთან ერთადა, 3 საგოლე პასი მიითვალა.



