„ბარსელონა“ მექსიკის ნაკრების ფეხბურთელს იმატებს

0
51

„ბარსელონა“ „ლოს ანჯელეს გელექსის“ მცველ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე შეუთანხმდა. კატალონიელებმა ესპანეთის ლა ლიგაში ყველა საჭირო დოკუმენტი გაგზავნეს. გარიგების განხორციელებას მხოლოდ MLS-ის დასტური აკლია. „ლოს ანჯელეს გელექსის“ მექსიკის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს. ის ესპანურ გრანდთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
არაუხომ გასულ სეზონში MLS-ში ჩატარებულ 31 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
21 წლის არაუხომ მექსიკის ეროვნული ნაკრების მაისური 3-ჯერ მოირგო, მათ შორის ერთხელ კატარის მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე აშშ-სტან შეხვედრაში.