ლონდონის „ჩელსიდან“ ჰაკიმ ზიეჩის პსჟ-ში იჯარა არ შედგა. საქმე ისაა, რომ ლონდონელებმა მაროკოს ეროვნული ნაკრების 29 წლის ნახევარმცველის ტრანსფერისთვის საჭირო დოკუმენტები დედლაინზე გვიან გააგზავნეს.
დღეს პარიზელები შეეცდებიან, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის ლიგაში აპელაცია შეიტანონ. თუმცა, მისი დადებითად გადაწყვეტის შანსი მინიმალურია.
ცნობისთვის, ზიეჩი მხარეებს ფინანსურ დახმარებას სთავაზობდა, რომ მოლაპარაკების პროცესი და გარიგების დადება დაეჩქარებინა.





