გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებულმა თბილისის „ლოკომოტივმა“ თანაქალაქელ „საბურთალოდან“ გეგი გეგუჩაძე დაიმატა. 19 წლის ნახევარმცველი გიორგი მინაშვილის გაწვრთნილ გუნდში ერთ სეზონს იჯარით გაატარებს. გეგუჩაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში შარშან 5-ჯერ ითამაშა.
აქვე გეტყვით, რომ „ლოკომოტივი“ გამოცდილ მცველ ანდრო გიორგაძეს დაემშვიდობა.
გიორგი მინაშვილი: „გუნდი 16 იანვარს შეიკრიბა, მოსამზადებელი ეტაპი თბილისში დავიწყეთ. „ლოკომოტივი“, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. დუბლშემადგენლობამ პირველ გუნდში გადმოინაცვლა. მზადებას 23 მოთამაშით და 2 მეკარით შევუდექით.
გუნდი შეკრებას თბილისში გააგრძელებს, ამხანაგურ შეხვედრებს რაც შეეხება, პირველი მატჩი გვექნება „ვიტ ჯორჯიასთან“, მეორე – საგარეჯოს




