მარკოს ალონსოს ახალი კონტრაქტი „ბარსელონასთან“

0
23

მარკოს ალონსომ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა კატალონიელებს თავისი მომავალი 2024 წლის ივნისამდე დაუკავშირა. მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.
32 წლის მარკოს ალონსო „ბარსაში“ გასული წლის სექტემბერში გადავიდა, როდესაც ლონდონის „ჩელსისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. მან მიმდინარე სეზონში „ბარსელონაში“ ყველა ტურნირში 19-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.