ზლატკო დალიჩმა ამსტერდამის „აიაქსის“ გაწვრთნა იუარა. ნიდერლანდური გამოცემა De Telegraaf-ის ინფორმაციით, ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს „აიაქსის“ გაძღოლა მას მერე შესთავაზეს, რაც მიმდინარე კვირაში დაკავებული თანამდებობიდან ალფრედ შრიოდერი დაითხოვეს. თუმცა, ხორვატმა სპეციალისტმა ნიდერლანდური გრანდის ხელმძღვანელები უარით გაისტუმრა.“
დალიჩი ხორვატებს 2017 წლიდან ავარჯიშებს და რუსეთში გამართულ მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატში გუნდს ვერცხლის მედლები მოაგებინა, ხოლო კატარის მუნდიალზე – ბრინჯაოს.
