გიორგი შერმადინის მორიგი აღიარება

0
31

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ლიგა ენდესას გასული კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „ტენერიფეს“ გამოცდილმა ქართველმა მეფარემ კუნძულელთა რიგებში ბოლო ორი შეხვედრა მართლაც ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და ეს აღიარება მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. წინა მატჩი „სარაგოსასთან“ტენერიფელებმა დამატებით დროში მოიგეს, შერმადინმა კი ოვერტაიმში 11 ქულა გააკეთა. გიორგი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 14 ქულას აგროვებს. 12 მოგებითა და 4 მარცხით „ტენერიფე“ ლიგა ენდესას გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა.
გამოკითხვის შედეგად კვირის საუკეთესო კალათბურთელთა შორის მეორე ადგილზე „ბეტისის“ უკრაინელი ცენტრი ვოლოდიმირ გერუნია, ხოლო მესამეზე „სარაგოსას“ ისლანდიელი ლეგიონერი ტრიგვი ჰლინასონი. ექვსეულში მოხვდნენ აღიარებული ვარსკვლავები ვალტერ ტავარეში („რეალი“),ანტე ტომიჩი („ხუვენტუტი“) და მარკ გასოლი („ჟირონა“).