დავიდე ნიკოლას „ატალანტასთან“ განადგურება არ აპატიეს

0
26

„სალერნიტანამ“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დავიდე ნიკოლა დაითხოვა. 49 წლის იტალიელ სპეციალისტს კარისკენ მას მერე მიუთითეს, რაც გუშინ იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „სალერნიტანა“ სტუმრად ბერგამოს „ატალანტასთან“ 2:8 დამარცხდა.
ნიკოლა „სალერნიტანას“ 2022 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა და გუნდი გავარდნისგან გადაარჩინა.
სალერნოელების გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც რომის „ლაციო“ 3:1 დაამარცხეს, არცერთი თამაში მოუგიათ – 4-ჯერ დამარცხდნენ და 2 შეხვედრა ფრედ დაასრულეს.
„სალერნიტანა“ 18 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.