თბილისის „დინამომ“ თურქულს შეკრებაზე პირველი ამხანაგურ თამაში უკრაინის პრემიერ ლიგის „დნიპრო 1“-თან ჩაატარა, რომელიც 3:3 დასრულდა.
დნიპროში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას პატივი მიაგეს. თბილისელებმა დღეს გარდაცვლილი ლეგენდარული ქართველი კინომსახიობისა და მომღერლის – ბუბა კიკაბიძის ხსოვნის საპატივცემულოდ შეხვედრა შავი სამკლავურებით ჩაატარეს.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მე-3 წუთზე მოისწრაფიშვილმა დააწინაურა, ხოლო 6 წუთში თორნიკე კირკიტაძემ ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. 35-ე წუთზე დოვბიკმა ერთი ბურთი გაქვითა, რასაც 39-ე წუთზე პიდპენეცის გოლი მოჰყვა, ტაიმის დასრულებიდან 4 წუთი ადრე კი, რუბჩინსკიმ დნიპროელები დააწინაურა. 73-ე წუთზე მექვაბიშვილმა ანგარიში გაათანაბრა და დარჩენილ დროში მეტო გოლი არ გასულა.
„დინამომ“ განვილი სპარინგი ორი სხვადასხვა შემადგენლობით ჩაატარა.
პირველი ტაიმი: კუტალაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, იმრანი, მოისწრაფიშვილი, ბილენკი, ოსიმყმაშვილი, კირკიტაძე, მაისურაძე, უგრეხელიძე, სიგუა.
მეორე ტაიმი: კერესელიძე, მალი, მექვაბიშვილი, სხირტლაძე, ტაბიძე, ოსეი, იობაშვილი, კობოური, პარკაძე, კამარა, ლაცაბიძე,
თბილისელები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 18 იანვარს ბულგარეთის პლოვდივის „ლოკომოტივთან“ გამართავენ.




