გრიგოლ დოლიძემ კარიერა დაასრულა

0
49

გრიგოლ დოლიძემ საფეხბურთო კარიერა 40 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“დოლა ,,სამგურალის” ღირსებას სამი სეზონის განმავლობაში იცავდა. მან ჩვენი კლუბის მაისურით 68 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
“სამგურალთან” ერთად ორჯერ გახდა დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალისტ და 2020 წელს გუნდთან ერთად მოიპოვა ეროვნული ლიგის საგზური.
საფეხბურთო კარიერის მანძილზე გრიგოლ დოლიძე სხვადასსხვა გუნდის რიგებში გახდა საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასის 4 გზის მფლობელი და სუპერთასის 4 გზის გამარჯვებული.
მადლობა დოლას ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერისთვის და წყალტუბოს ,,სამგურალში” გატარებული თითოეული წუთისთვის”.
წყალტუბოელთა პრესსამსახური ასევე იუწყება, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გიორგი მიქაძის გაშვების შემდეგ, გუნდიდან მისი ასისტენტები სერგი ორბელაძე და ლევან ყუფარაძეც წავიდნენ.