„ლიდსის“ პირველი შენაძენი ზამთარში

0
54

„ლიდსმა“ ავსტრიის „ზალცბურგიდან“ მცველი მაქსიმილიან ვიობერი შეიძინა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავსტრიელმა მცველმა კონტრაქტი 2027 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა. მან 39-ნომრიანი მაისური აიღო და შესაძლოა კვირას ინგლისის თასის მე-3 რაუნდში დებიუტი „კარდიფ სიტისთან“ ჰქონდეს. „ზალცბურგმ“ ვიობერის სანაცვლოდ 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. ის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ლიდსის“ პირველი შენაძენია.
24 წლის ვიობერი „ზალცბურგში“ 2019 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 125 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მან 2017 წლიდან დღემდე ავსტრიის ეროვნულ ნაკრებში 13-ჯერ ითამაშა.