ჰალკი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს

0
87

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ჰალკი კარეირას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს.
ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელმა პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა „ადანა დემირსპორთან“. ჰალკი ახალ კლუბთან კონტრაქტის 12 იანვრის შემდეგ გააფორმებს, როდესაც თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.
ჰალკმა გასული წელი „ატლეტიკო მინეიროში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 46 მატჩში 29 გოლი გაიტანა. მას ბრაზილიელებთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე აკავშირებს.