
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და პსჟ-ს თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განვლილ 2022 წელს მის კარიერაში დაუვიწყარი უწოდა.
„წელი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება დასრულდა. ბოლოს და ბოლოს ახდა ოცნება, რომლისკენ ყოველთვის მივისწრაფვოდი. თუმცა, ეს არაფერი ეღირებოდა, რომ ამის გაზიარება მშვენიერ ოჯახთან არ შემეძლოს, ყველაზე საუკეთესო ოჯახთან, რომელიც შესაძლოა ვინმეს ჰქონდეს. ასევე მეგობრებთან, რომლებიც ყოველთვის მეხმარებიან და როდესაც ვეცემი, დაბლა ყოფნის საშუალებას არ მაძლევენ.
აგრეთვე მინდა განსაკუთრებით მოვიგონო ყველა ვინს თვალს მადევნებს და მხარს მიჭერს. ამ მოგზაურობის თქვენთან გაზიარება დაუჯრებელია. იქამდე მიღწევა სადაც ახლა ვარ, წარმოუდგენელი იქნებოდა მთელი ამ მხარდაჭერის გარეშე ადამიანების ჩემი ქვეყნიდან, პარიზიდან. ბარსელონადან და უამრავი სხვა ქალაქიდან თუ ქვეყნიდან, საოდანაც ამ სიყვარულს ვიღებ.
იმედია, განვლილი წელი ყველასთვის შესანიშნავი იყო და ყველას ჯანმრთელობას, ასევე ძალას ვუსურვებ, რომ 2023-შიც ბედნიერები დარჩნენ. ყველას მაგრად გეხვევით“ – დაწერა განვლილი მსოფლიო ჩემპიონატის მომგებმა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამის გვერდზე.




