ლუის სუარესი ბრაზილიის ჩემპიონატში ითამაშებს

0
83

ლუის სუარესი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს. ურუგვაის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა „გრემიოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა. ის კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.
სუარესი ბოლო თავის სამშობლოში „ნასიონალში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში ურუგვაის ჩემპიონატი მოიგო და მონტევიდეოელებს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე დაშორდა.