ბენზემა დუბლით დაბრუნდა

0
55

ქარიმ ბენზემა ტრავმით გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ მადრიდის „რეალს“ დუბლით დაუბრუნდა. წლის ბოლო მატჩში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „ვალიადოლიდს“ შეხვედა და ფრანგი ფორვარდის წყალობით 2:0 დაამარცხა. შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა პატივი ლეგენდარული ბრაზილიელის ფეხბურთელის პელეს ხსოვნას მიაგეს.
82-ე წუთზე „რეალმა“ კუთხური ჩააწოდა და ანტონიო რუდიგერის თავურის შემდეგ სერხიო ლეონმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა – მსაჯმა პენალტი დანიშნა, ხოლო „ვალიადოლიდის“ მცველი გააძევა. ბენზემამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
89-ე წუთზე კამავინგამ მარცხენა ფლანგზე თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეჭრილმა პასი ბენზემას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, მეორეთი კი ზუსტად დაარტყა.  მან მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში თავისი მე-7 გოლი გაიტანა. მან წელს ესპანეთის ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 32-ჯერ აიღო და 8 საგოლე პასი გააკეთა, რაც საუკეთესო შედეგია.
„რეალი“ 38 ქულით ლა ლიგაში პირველ ადგილზე დაბრუნდა, მაგრამ დღეს თავისი მატჩი „ბარსელონამ“ უნდა ჩაატაროს, რომელიც მადრიდელებს ქულით ჩამორჩება.