გიორგი ფანცულაია კარიერას ყაზახეთის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. 28 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტი „კასპიისთან“ გააფორმა, რომელსაც ნოემბერში სათავეში საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი კახა ცხადაძე ჩაუდგა.
ფანცულაიამ ბოლო 2 სეზონი ბათუმის „დინამოში“ გაატარა, სადაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 43 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მან ბათუმელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო.
ის კარიერის განმავლობაში „დინამოს“ გარდა ქუთაისის „ტორპედოში“, „ზესტაფონში“, „ცხინვალში“, თბილისის „საბურთალოში“, გორის „დილაში“, „სამტრედიაში“ და საჩხერის „ჩიხურაში“ გამოდიოდა.
ფანცულაიამ კარიერის განმავლობაში 85 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი გააკეთა.





