ლინეკერი: „პელე თამაშობდა ფეხბურთს რომელსაც რჩეულებიდან რამდენიმე მიუახლოვდა“

0
26

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს მიაჩნია, რომ პელე ისეთ ფეხბურთს თამაშობდა, რომელთან მიახლოება მხოლოდ რამდენიმე რჩეულმა მოახერხა.
„პელე გარდაიცვალა – ყველაზე ღვთიური ფეხბურთელებს შორის და ყველაზე სიცოცხლისმოყვარე ადამიანებს შორის. ის ისეთ  ფეხბურთს თამაშობდა, რომელსაც რჩეულებიდან მხოლოდ რამდენიმე მიუახლოვდა.
მან ყველაზე სასურველი ოქროს ჯილდო სამჯერ აღმართა მშვენიერ ყვითელ მაისურში. მან დაგვტოვა, მაგრამ ფეხბურთში უკვდავება შეიძინა. მშვიდად განისვენე პელე“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს „ფეხბურთის მეფის“ გარდაცვალებაზე.