ნეიმარი: „პელემდე ფეხბურთი უბრალოდ სპორტი იყო“

0
71

ნეიმარს მიაჩნია, რომ პელემდე ფეხბურთი მხოლოდ სპორტი იყო, რომელიც ლეგენდარულმა ბრაზილიელმა სხვა სიმაღლეზე აიყვანა.
„პელემდე „10 ნომერი“ მხოლოდ რიცხვი იყო. ეს ფრაზა სადღაც ჩემი ცხოვრების რომელიღაც მომენტში წავიკითხე. თუმცა, ეს საუცხოო გამონათქვამი არასრულია. მე ვიტყოდი, რომ პელემდე ფეხბურთი უბრალოდ სპორტი იყო. პელემ ყველაფერი შეცვალა. მან ის ხელოვნებად და გართობად აქცია. მან ხმა ღარიბებს, შავკანიანებს მისცა და ამ ყოველივემ ბრაზილია ყველაზე მეტად ცნობადად აქცია. ფეხბურთმა და ბრაზილიამ თავისი სტატუსი მეფის წყალობით აიმაღლეს. ის აღარაა, მაგრამ მისი მაგია რჩება. პელე სამუდამოა“ – ასე გამოეხმაურა ნეიმარი „ფეხბურთის მეფის“ გარდაცვალებას.