კრიშტიანუ რონალდუს მიჩნია, რომ პელე ეტალონი იყო გუშინ, დღეს და იქნება ყოველთვის. ასე გამოეხმაურა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის გარდაცვალებას.
„ჩემი სამძიმარი მთელ ბრაზილიას და განსაკუთრებით მისტერ ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს ოჯახს. უბრალოდ „მშვიდობით“ მუდმივ მეფე პელესთვის საკმარისი არ იქნება რომ გამოხატო ტკივილი, რომელსაც მთელი საფეხბურთო სამყარო განიცდის.
ის იყო შთაგონების წყარო მილიონებისთვის, ეტალონი გუშინ, დღეს და ყოველთვის. ყურადღება რომელსაც ის ყოველთვის ჩემს მიმართ ავლენდა, ორმხრივი იყო, რომელსაც დისტანციაზეც კი ვიყოფდით. იგი არასოდეს დაავიწყდებათ და ფეხბურთის თითოეულ მოყვარულს ყოველთვის ემახსოვრება. მშვიდად განისვენე მეფე პელე“ – დაწერა რონალდუმ თავის ინსტაგრამზე.





