ლონდონის „ჩელსიმ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ნორვეგიის „მიოლდედან“ თავდამსხმელ დავიდ დატრო ფოფანას შეძენა დაადასტურა. კოტ დივუარის ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს 2023 წლის 1 იანვრიდან შეუერთდება.
„დავიდს კლუბში მოუთმენლად ველოდებით!“ – იუწყება „ჩელსის“ პრესსამსახური.
ფოფანამ მიმდინარე სეზონში „მიოლდეს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 37 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.





