„მილუოკი ბაქზმა“ საქართველოს ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი კვლავ განვითარების ლიგაში გაანათხოვრა. ამჯერად „ვისკონსინ ჰერდმა“ „ბირმინგემი“ სტუმრად 99:85 დაამარცხა, სანდრო კი პარკეტზე საუკეთესო იყო – მამუკელაშვილმა 31 წუთში 21 ქულა, 12 მოხსნა (7 მეტოქის ფარზე), 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
„ვისკონსინ ჰერდი“ ცენტრალურ დივიზიონში 7 მოგებით და 10 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 22 დეკემბერს, „ოსტინის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.





