ომარ პატარკაციშვილის ახალი კონტრაქტი “სამგურალთან”

0
27

ომარ პატარკაშვილმა “სამგურალთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. 26 წლის ფეხბურთელმა წყალტუბიურ კლუბს თავისი მომავალი 2 წლით დაუკავშირა.
ის სამგურალში” 2020 წლიდან თამაშობს. გუნდთან ერთად პირველივე სეზონში მოიპოვა ეროვნული ლიგის საგზური, ორჯერ გახდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ვერცხლის პრიზიორი.
მან გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა და  მეტოქეთა კარში 3 გოლი გაიტანა.
პატარკაციშვილს “სამგურალის” გარდა, საქართველოს ჩემპიონატში თბილისის “ლოკომოტივში”, “შევარდენი 1906”-ში და “გაგრაში” უთამაშია.